მინდა მოგმართოთ თხოვნით და მუდარით, რომ დაეხმაროთ ჩემი მეგობრის მამას ნუგზარ გოგოხიას, იგი არის დიაბეტიანი. მას თავიდანვე ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ფეხის თითში მეტალის ნაჭერი შეერჭო, ნაიარევი გაუმიზეზდა და ისეთ მდგომარეობაში ჩაუვარდა, რომ მოსაჭრელი გაუხდა. ჭრილობა ვერ უხორცდებოდა და მაღალი სიცხეები ჰქონდა, ძალიან ცუდად იყო, ოდნავ გამოაკეთეს, მაგრამ ყველაფერი ისევ შეტრიალდა, დიაბეტს კიდევ დაემატა მრავალი სხვა, მას დაუდგინეს ძვლის ტუბერკულიოზი და მალების დაშლა.
ნუგზარ გოგოხია ცხოვრობს ზუგდიდში, ამჟამად არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სასწრაფოდ ესაჭიროება თბილისში გადმოყვანა რეანომობილით. ოჯახს ძალიან უჭირს, ყველა უმუშევარია და ჩამოყვანის სახსრები არა აქვთ.
ჩემს მეგობარს სწავლის საფასურის გადახდაც არ შეუძლია, რექტორატმა გაითვალისწინა მდგომარეობა და გადახდა გადაუვადა, მაგრამ ალბათ იმის გადახდასაც ვერ მოახერხებენ. ჩვენ, ჯგუფელებს, როგორც შეგვეძლო თანხა ავუგროვეთ და გადავურიცხეთ, მაგრამ ეს თანხა ჩამოსაყვანადაც არ ჰყოფნით.
უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ მცირეოდენით მაინც დაეხმაროთ და გადაარჩინოთ კიდევ ერთი კეთილი ადამიანი.
წინასწარ გიხდით მადლობას.
ანგარიშის ნომერია: 361101010905898 – ევრო, დოლარი
360101010906294 _ ლარი (პროკრედიტ ბანკი)
სხვა შეთავაზებების შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 855 75-06-27 (ბაკურ გოგოხია)
გთხოვთ უყურადღებოდ არ დატოვოთ ჩემი წერილი.